Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სემინარი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

სემინარი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებმა ჯიღაურას ბაზაზე ფერმერებისთვის სემინარი თემაზე „კახეთის მცირედ გავრცელებული, იშვიათი ჯიშებისა და ინტროდუცირებული სასუფრე მიმართულების ვაზის ჯიშების კვლევის შედეგები, ჯიშური თავისებურებები და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები“ ჩაატარეს. სემინარის ფარგლებში, კახეთის რეგიონის იშვიათი სასუფრე და საღვინე მიმართულების 8 ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, ფენოლოგია, ზრდის სიძლიერე, ვაზის მავნებლები, მოსავლიანობა, თითოეული ჯიშის ქიმიური მაჩვენებლები (საერთო შაქრიანობა და მჟავიანობა), ასევე, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ქართულ კლიმატში ადაპტირებული ვაზის ჯიშების თავისებურებები განიხილეს.