Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში

ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში

2018 წლის 20 მაისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტები, პედაგოგები და კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები „ექსკურსიის ჩატარების“ მიზნით იმყოფებოდნენ საველე ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში. მათ მოინახულეს და პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს ვარძიასა და რაბათის ციხეში. დღის დასასრულს, ექსკურსიის ფარგლებში მოილოცეს ბორჯომში მდებარე მწვანე მონასტერი. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლებმა მოინახულეს ახალციხის კოლეჯი „ოპიზარი“. კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ბელა ავალიშვილმა, სტუმრებს დაათვალიერებინა კოლეჯი, გააცნო სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები. ექსკურსიის განმავლობაში კოლეჯების სტუდენტებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციის წევრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.