Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ვიზიტი ჩეხეთში

ვიზიტი ჩეხეთში

2018 წლის 8-13 მაისს განხორციელდა ვიზიტი ჩეხეთში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიასა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბიცეს მხარეს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის (ფშავ-ხევსურეთის აღორძინება) საფუძველზე. ჩეხეთის მხრიდან მასპინძლობა საქართველოდან ჩასულ დელეგაციის წევრებს, გაუწია პარდუბიცეს ჰეიტმანმა, საპროექტო გუნდ საქართველოს წევრებმა, ლანშკროუნის სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის კოლეჯმა, საოჯახო და საგანმანათლებლო ცენტრ „ჰოლოუბეკმა“, უჰერსკოს მამულის ფერმერმა და ნად ლაბემის საცხენოსნო სპორტის და მეცხენეობის კოლეჯმა, სადაც მოეწყო ცხენოსნობის წრთვნის პროცესის ჩვენება, ცხენებისა და ეტლების სადგომის დათვალიერება. ვიზიტის ფარგლებში მოხდა პარდუბიცეს მხარის სოფლის მეურნეობის წარმოების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიური გადამუშავების საწარმოების დათვალიერება. დელეგაციის წევრებს შორის შედგა საქმიანი დიალოგი. განხილულ იქნა ლანშკროუნის სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის კოლეჯისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კლეჯის დამეგობრებისა და მომავალში განსახორციელებელი გეგმები, ისაუბრეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე.