Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ჩეხეთის დელეგაციის სტუმრობა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

ჩეხეთის დელეგაციის სტუმრობა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

2017 წლის 27 სექტემბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის, ბატონ ლევან ზაუტაშვილის, რეკომენდაციით ესტუმრა ჩეხეთის დელეგაცია პარდუბიცკის მხარის გუბერნატორის, ბატონ მარტინ ნეტოლიცკის ხელმძღვანელობით. სტუმრებს შორის იყვნენ: ჩეხეთის განვითრების სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში - ბატონი იან ჩერნიკი, ჩეხეთის პარდუბიცკის მხარის პარლამენტის წევრი - ბატონი ნილოშ ატერმანი, ჩეხეთის რეგიონალური სამართველოს წარმომადგენელი - ბატონი იეროსლავ ხოლბერტი, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი - ბატონი იერ პრესლიკი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი - ბატონი შალვა გივიშვილი და სხვები. სტუმრებს უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა - ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა. კოლეჯის დირექტორმა ჩეხეთის დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსის კაბინეტ - ლაბორატორიები, თანამედროვე ტიპის მოწყობილი სასწავლო - სახელოსნოები და კოლეჯის განახლებული ინფრასტრუქტურა. სტუმრებმა მოინახულეს კოლეჯის ტერიტორიაზე ახლადგაშენებული მრავალწლიანი ხეხილისა და ვაზის სადემონსტრაციო - საკოლექციო ნაკვეთები, ნერგის წარმოებისა და მეყვავილეობის სათბურები. თეიმურაზ ასათიანმა კოლეჯის ადმინისტარაციის წევრებთან ერთად დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო კოლეჯის როგორც წინამძღვრიანთკარის, ასევე თიანეთისა და დაბა სტეფანწმინდის სასწავლო ფართებში საშემოდგომო მიღებისათვის დაგეგმილი პროგრამები. დელეგაციის წევრებმა და კოლეჯის დირექტორმა ისაუბრეს ჩეხეთის პარდუბიცკის მხარის კოლეჯისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დამეგობრებისა და მომავალში განსახორციელებელი გეგმების შესახებ, ასევე სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. პარდუბიცკის მხარის გუბერნატორმა - ბატონმა მარტინ ნეტოლიცკიმ მოიწონა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობა და აღუთქვა მხარდაჭერა კოლეჯის დირექტორს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ლუდის წარმოების ტექნოლოგიის დანერგვაში. შეხვედრის დასასრულს ჩეხეთის პარდუბიცკის მხარის გუბერნატორმა, დაპირების დასტურად, 2017 წლის დეკემბრის თვისთვის კოლეჯების დამეგობრების ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი - ბატონი თეიმურაზ ასათიანი ჩეხეთში ვიზიტად.