Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  შპს „მექანიზატორთან“

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „მექანიზატორთან“

2017 წლის 15 აგვისტოს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, ბატონი თეიმურაზ ასათიანი, შეხვდა შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ ბატონ პაატა შეყელაძეს. თეიმურაზ ასათიანმა ბატონ პაატას გააცნო კოლეჯის მიმდინარე სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები. მათ ვიზიტის ფარგლებში გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ისაუბრეს პროფესიული განათლების განვითარების, ორმხრივი ურთიერთობისა და საერთო ინტერესების შესახებ. ბატონმა პაატა შეყილაძემ მოიწონა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობა და გამოთქვა სურვილი, რომ მხარს დაუჭერს კოლეჯს სამომავლო გეგმების განსახორციელებლად.