Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ხათუნა ფარეიშვილი პროფესიული განვითარების პროგრამით მილანში იმყოფება

ხათუნა ფარეიშვილი პროფესიული განვითარების პროგრამით მილანში იმყოფება

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის მასწავლებელი ხათუნა ფარეიშვილი პროფესიული განვითარების მიზნით იტალიაში, მილანში იმყოფება, სადაც Istituto di Moda Burgo-ს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობს.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოდის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით. მონაწილეები მუშაობენ მოდის ილუსტრაციაზე, ადამიანის ფიგურის კონსტრუქციაზე, ტანსაცმლის თარგების აგებასა და სამოსის დამუშავებაზე. სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიზაინის, კონსტრუირებისა და კერვის თანამედროვე მეთოდების შესწავლას.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან დიზაინის შექმნის სხვადასხვა ეტაპს — პირველადი, ხელით შესრულებული ჩანახატიდან იდეის ციფრულ დამუშავებამდე და მის სრულფასოვან მოდის პროექტად ჩამოყალიბებამდე.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა Dolce & Gabbana-ს დიზაინერსა და მკერავ ბიაჯოსთან, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და შემოქმედებითი ნამუშევრები წარუდგინა.
ხათუნა ფარეიშვილის სასწავლო ვიზიტი მილანში 30 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტებს გაუზიარებს.
ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.