Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
კოლეჯის დირექტორმა გერმანიაში, სასწავლო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა

კოლეჯის დირექტორმა გერმანიაში, სასწავლო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორმა, თეიმურაზ ასათიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სასწავლო ვიზიტში, რომელიც გერმანიის პროფესიული განათლების, მომზადებისა და გადამზადების ფედერალურ ინსტიტუტში (BIBB), ქალაქ ბონში გაიმართა.
ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული განათლების სფეროში მონაწილეთა პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაღრმავება, გერმანიის პროფესიული განათლების სისტემის, პროფესიული განათლების პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და წარმატებული პრაქტიკის გაცნობა, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება.
სასწავლო ვიზიტში საქართველოს მასშტაბით შერჩეული 12 საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი მონაწილეობდა. პროგრამა მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და პროფესიული განათლების სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა სიღრმისეულად გაცნობოდნენ გერმანიის პროფესიული განათლების თანამედროვე მოდელს.
ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სასწავლო პროცესის შემდგომ განვითარებას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.