Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ყურადღება - რეგისტრაცია სრულდება

ყურადღება - რეგისტრაცია სრულდება

გაცნობებთ, რომ 6 მაისს, 18:00 საათზე სრულდება რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო საფასურის გადახდა მინიმუმ ერთ საგანში.
6 მაისის 18:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაამატონ საგნები, აირჩიონ ან შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები და მიუთითონ საგამოცდო ქალაქი.
აბიტურიენტებს შეუძლიათ უნივერსიტეტებთან ერთად აირჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ერთდროულად მონაწილეობა როგორც საბაკალავრო პროგრამებზე, ისე პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხვაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში, ვებგვერდზე online.naec.ge , უნდა აირჩიოთ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი აირჩიე ჩვენი კოლეჯი კოდით #297.
კოლეჯში ჩარიცხვისთვის დამატებით აუცილებელია შიდა რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/ei2LTWh4axty4Rb89