2026 წელს პირველად აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვისთვის ისარგებლონ უფრო მარტივი გზით და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომავალი პროფესიისკენ.
თუ გსურთ გახდეთ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ერთი საგნის ჩაბარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ სწავლის უფლება პროფესიულ პროგრამაზე.
რა შესაძლებლობას გაძლევთ ახალი წესი?
- კოლეჯში ჩარიცხვისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი საგნის ჩაბარება
- შეგიძლიათ ერთდროულად აირჩიოთ რამდენიმე პროფესიული პროგრამა, თუ ისინი ერთი და იმავე საგნით ბარდება
- თავად განსაზღვრავთ თქვენთვის სასურველ პროფესიულ მიმართულებას
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ?
ჩარიცხვისთვის რეგისტრაციისას პორტალზე online.naec.ge აირჩიეთ:
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი და მონიშნეთ სასურველი პროფესიული პროგრამა.
შიდა რეგისტრაცია
კოლეჯის შიდა რეგისტრაციის გასავლელად შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/ei2LTWh4axty4Rb89