Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ორმა სტუდენტმა აგროსტიპენდია მიიღო

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ორმა სტუდენტმა აგროსტიპენდია მიიღო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2023 წლიდან ახორციელებს „აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც აგრარული მიმართულებით დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარმატებული სტუდენტების წახალისებას ემსახურება.
პროგრამის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ერთჯერადი სტიპენდია 500-დან 1500 ლარამდე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯიდან კონკურსის წესით გამარჯვებულები გახდნენ:
თინათინ ჩუბინიძე - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ვეტერინარია
ნინო ნიბლოშვილი - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მეფუტკრეობა (თიანეთი)
გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო 500-500 ლარის ოდენობით.