Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
„მწვანე გამოფენა“  ბოტანიკურ ბაღში

„მწვანე გამოფენა“ ბოტანიკურ ბაღში

2017 წლის 19 მაისს თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ახალ დეკორატიულ სივრცეში გაიმართა Green Expo- „მწვანე გამოფენის“ საზეიმო გახსნა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს, პარკებსა და საბაღე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ყოველწლიური გამოფენის ორგანიზებით.\r\nღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო მებაღეობის, ლანდშაფტური დიზაინისა და გამწვანების ექსპოზიციები. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი პირები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაცია და ლანდშაფტური დიზაინის სპეციალობით დაინტერესებული მსურველები მცხეთის მუნიციპალიტეტიდან. კოლეჯსა და ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმებულია ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს საბაღე კულტურის განვითარებას.