Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ილია წინამძღვრიშვილის 181 წლის იუბილე

ილია წინამძღვრიშვილის 181 წლის იუბილე

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა 2017წლის 3 მაისს ილია წინამძღვრიშვილის 181 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ,როგორც კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები, პედაგოგები და სტუდენტები, ასევე ილია წინამძღვრიშვილის მე-7 თაობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები; სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“-დან, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“-დან, პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“-დან. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ილია წინამძღვრიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. სტუმრებმა და სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს საფლავი და პატივი მიაგეს ილია წინამძღვრიშვილის ხსოვნას. კოლეჯის დირექტორმა გაიხსენა სასიქადულო მამულიშვილის, ილია წინამძღვრიშვილის მოღვაწეობა და აღნიშნა მისი ღვაწლი საქართველოში წერას კითხვის გავრცელებისა და პირველი სასოფლო - სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საქმეში. \r\n ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ , კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს დაათვალიერებინა რეაბილიტირებული საწავლო კორპუსი, კაბინეტ ლაბორატორიები და კოლეჯის ბაზაზე გაშენებული საწავლო სადემონსტრაციო მეხილეობის ნაკვეთი და მეფუტკრეობის სახელოსნო. მოხდა გამოცდილებების გაზიარება კოლეჯების წარმომადგენლებს შორის.