Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სსიპ - "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"  140 წლისაა

სსიპ - "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი" 140 წლისაა

2023 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა დაარსებიდან 140 წლის იუბილე აღნიშნა.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ყოველწლიური დღესასწაული „ოლღაობა“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტირებული ძეგლი - ისტორიული მარანი, კოლეჯისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პროფესიული სტუდენტების მიერ მოეწყო აგრარული მასტერკლასები, გამოფენები და ეთნოკუთხეები. ასევე გაიმართა კოლეჯის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დაჯილდოების ცერემონიალი, ჩატარდა სადღესასწაულო კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობა დაბა ყაზბეგის განათლებისა და კულტურის სახლთან არსებული ვოკალურმა ანსამბლმა „კალთამ“ და დაბა თიანეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლმა „აონმა“ მიიღეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სამინისტრომ, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა, დონორი ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლებმა, მცხეთა- მთიანეთის გუბერნიამ, სხვადასხვა პროფესიული კოლეჯების დირექტორებმა, ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა.
დასასრულს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა ალა-ფურშეტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის პროფესიული პროგრამის „კულინარიის ხელოვნების“ სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებას ჯანსაღი და გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდნენ.
ცნობისათვის, „ოლღაობა“ ილია წინამძღვრიშვილის მეუღლის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება. აღსანიშნავია, რომ ილია წინამძღვრიშვილმა სასწავლებელი სწორედ თავისი მეუღლის ინიციატივით დააარსა.