Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “კულინარიის ხელოვნება“ - ის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაო დღე კომპანია „სევსამორაში“.

დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “კულინარიის ხელოვნება“ - ის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაო დღე კომპანია „სევსამორაში“.

სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ წარმატებით მიმდინარეობს დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „კულინარიის ხელოვნების“ შესწავლა 2023 წლის აპრილის თვეში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა და კომპანია „Sevsamora Resort & Spa“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კულინარიის ხელოვნების სტუდენტები ინსტრუქტორთან ქალბატონ ნინო რაზმაძესთან ერთად, კონპანია “სევსამორაში“ წარმატებით გადიან დუალური პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ მოდულებს:
საკვები პროდუქტების ტექნოლოგია;
კერძების მომზადების ტექნოლოგია;
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება;
საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება კალკულაცია და აღრიცხვა კვების ობიექტებში;
აღნიშნული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვა, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს სასტუმრო, სარესტორნო მომსახურების, საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტებსა და კონდიტერს.