Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ყურადღება!

ყურადღება!

⚜ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების ჩასარიცხად დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა არის 2021 წლის 02 ოქტომბრიდან 2021 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით;
⚜ აპლიკანტებს უფლება გაქვთ დოკუმენტაცია წარმოადგინოთ:
⚐ ელ. ფოსტაზე tmkcollege@tmk.edu.ge
⚐ ან კოლეჯში ვიზიტით

⚜ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალია:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
2. არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
3. 2 (ორი) ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4;
4. საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი/ უმაღლესი/ პროფესიული განათლების დამადასტუერბელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ან/და სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე;
5. იმ შემთხევვაში თუ აპლიკანტს არჩეული აქვს სამი პროგრამა, უნდა წარმოადგინოს განცხადებაც იმის თაობაზე, რომ ჩვენს კოლეჯში ირჩევს პროგრამას და ჩვენს კოლეჯში სურს ჩარიცხვა;
6. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 7. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნული იქნება საცხოვრებელი ადგილიდან კოლეჯამდე დაშორებული მანძილის შესახებ (კმ-ში) და საერთო საცხოვრებლის საჭიროების შესახებ ინფორმაცია;
8. აპლიკანტის, ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;


❗დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
✉ ელ. ფოსტა: Tmkcollege@tmk.edu.ge
☏ ტელ: 577215090; 577525873