Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სტუმრობა სს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აფთაუნის ქვესადგურში

სტუმრობა სს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აფთაუნის ქვესადგურში

"სტუმრობა სს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აფთაუნის ქვესადგურში\r\n 2018 წლის 6 თებერვალს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „ელექტროობის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებისათვის პროფესიული პედაგოგის, ბატონ მამუკა მამუკაშვილის თანხლებით მოეწყო სასწავლო ექსკურსია სს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ - აღმოსავლეთ საქართველოს მაღალი ძაბვის - აფთაუნის ქვესადგურში. ექსკურსიის მიზანი გახლდათ კურსის სტუდენტები უკეთ გაცნობოდნენ ელექტროობის პროფესიას, აღნიშნულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. \r\n სტუდენტებს უმასპინძლა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერმა, ბატონმა გიორგი ტრაპაიძემ და ადამიანური რესურსების რეგიონული კოორდინაციის ჯგუფის უფროსმა, ქალბატონმა ლალი ოყროშიძემ. \r\n აფთაუნის ქვესადგურზე სტუდენტებს პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარა ქვესადგურების ზონის ჯგუფის უფროსმა, ბატონმა თეიმურაზ რაზმაძემ, რომელმაც გააცნო მათ ორგანიზაციის სტრუქტურა, შინაგანაწესი და შრომის უსაფრთხოების წესები.\r\n პრაქტიკულმა სასწავლო ექსკურსიამ საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა.