Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სტუმრობა სამკერვალო ფაბრიკაში შპს „უნიფორმა და უსაფრთხოება“

სტუმრობა სამკერვალო ფაბრიკაში შპს „უნიფორმა და უსაფრთხოება“

სტუმრობა სამკერვალო ფაბრიკა შპს „უნიფორმა და უსაფრთხოებაში“\r\n 2018 წლის 30 იანვარს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებისათვის პროფესიული პედაგოგის, ქალბატონ თინათინ ხუროშვილის თანხლებით მოეწყო სასწავლო ექსკურსია სამკერვალო ფაბრიკაში შპს "უნიფორმა და უსაფრთხოება". ექსკურსიის მიზანი გახლდათ კურსის სტუდენტები უკეთ გაცნობოდნენ მკერავის პროფესიას, აღნიშნულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. \r\n სტუდენტებს უმასპინძლეს სამკერვალო ფაბრიკის მენეჯერმა, ქალბატონმა ნინო თოლორაიამ და გამოცდილმა მკერავებმა, რომელთაც პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარეს სტუდენტებს და გააცნეს სამკერვალო ფაბრიკის სტრუქტურა, შინაგანაწესი და შრომის უსაფრთხოების წესები. \r\n პრაქტიკულმა სასწავლო ექსკურსიამ საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა.