Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ

განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს შემდეგი მოდულების სწავლებისათვის:\r\n1.\tმათემატიკური წიგნიერება;\r\n2.\tკომუნიკაცია ქართულ ენაზე;\r\n3.\tმეცნიერება და ტექნოლოგიები;\r\n4.\tმოქალაქეობა;\r\n5.\tმეწარმეობა.\r\nპროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:\r\n\tუმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით ან მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში.\r\n\tმოდული მეცნიერება და ტექნოლოგია მოიცავს სამ ბლოკს: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია. შესაბამისად, დასაშვებია თითოეული ბლოკის სწავლებისათვის განაცხადის გაკეთება.\r\n\tმეწარმეობის მოდულის მასწავლებლის კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში.\r\nკონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:\r\n1.\tკონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვა;\r\n2.\tგასაუბრება მოდულის სწავლების ხედვასთან დაკავშირებით.\r\nკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კოლეჯის ადმინისტრაციაში (მისამართზე მცხეთის რ-ნი , სოფ. წინამძღვრიანთკარი) უნდა წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით (მისამართზე tmkcommunitycollege@tmk.edu.ge) გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:\r\n1.\tგანცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მოდულის ან ბლოკის მითითებით\r\n2.\tავტობიოგრაფია\r\n3.\tგანათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი\r\n4.\tმუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი\r\nვადები:\r\n\tგანაცხადების წარმოდგენა 2017 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით;\r\n\tდოკუმენტების გადარჩევა 29 ნოემბერი- 2 დეკემბერი;\r\n\tშერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება 4-8 დეკემბერი.\r\nმოდულების და მასწავლებლის გზამკვლევების გაცნობა შესაძლებელია ინტერნეტით, მისამართზე https://drive.google.com/drive/folders/13ANreOLXYHfBMAsJ8TBCcWON6qidpOV7?usp=sharing\r\nან კოლეჯის ადმინისტრაციაში მისამართზე მცხეთის რ-ნი სოფ. წინამძღვრიანთკარი.\r\nდამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კოლეჯის ადმინისტრაციას .\r\nტელეფონი : 577 55 61 52, \r\nელ-ფოსტა: tmkcommunitycollege@gmail.com