Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტებთან და სტუდენტებთან

შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტებთან და სტუდენტებთან

GIZ-ის კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამის ხელშეწყობით, 2015 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში დუალური პროფესიული განათლების დანერგვაზე. კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამა ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და გავითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით.\r\n\r\nპროექტის გერმანელი პარტნიორია ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც დუალური განათლების კოორდინირებისა და განხორციელების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია.\r\n \r\nმეხუთე საფეხურის მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულმა პროგრამამ წარმატებით გაიარა ვალიდაცია და ორმა კოლეჯმა „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯმა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „აისიმ“ რვა საწარმოსთან (ქინძმარაულის კორპორაცია, შატო მუხრანი, შუხმან ვაინს, შუმი, მარანული, შადრევანი, ქინძმარაულის მარანი, კახური ტრადიციული მეღვინეობა ) ერთად მიიღო ავტორიზაცია 2016 წელს. პროგრამაზე სწავლა დაიწყო 22 სტუდენტმა. პროფესიული პროგრამა სამი წელი გრძელდება. სწავლის შედეგების 60% ღვინის კომპანიებში პრაქტიკული სწავლებითა და მუშაობით მიიღწევა.\r\n \r\nთეორიული და პრაქტიკული სწავლების პარალელურად, სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის ტარდება სპეციალური სემინარები კონკრეტულ საკითხებზე იმ ორგანიზაციებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვინის სექტორში.\r\n \r\n2017 წლის 6 ნოემბერს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა უმასპინძლა სემინარს, რომელიც მიეძღვნა დუალურ განათლებას გერმანიაში. გერმანული გამოცდილება წარმოადგინეს: ბავარიის მევენახეობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ბატონმა ჰერმან კოლეშმა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ბატონმა გეორგ ბეტცმა.