Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სოსო ოსიტაშვილმა თურქეთში, ქსელური ტექნოლოგიების ტრენერთა მომზადების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

სოსო ოსიტაშვილმა თურქეთში, ქსელური ტექნოლოგიების ტრენერთა მომზადების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეულმა 14-კაციანმა ჯგუფმა 2026 წლის 26 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში, ქსელური (Network) ტექნოლოგიების ტრენერთა მომზადების პროგრამის დამამთავრებელ ეტაპში მიიღო მონაწილეობა.
პროგრამა წარმოადგენს 2025 წელს თბილისში ჩატარებული საბაზისო ტრენინგის გაგრძელებას და მიზნად ისახავს მონაწილეთა მოწინავე ტექნიკური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, ასევე პროფესიული განათლების სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამის მონაწილეებს შორის იყო სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის მასწავლებელი სოსო ოსიტაშვილი, რომელმაც ანკარაში გამართულ სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მადლობას უხდის პროგრამის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს და წარმატებებს უსურვებს სოსო ოსიტაშვილს პროფესიულ საქმიანობაში.