სსიპ ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯის წარმომადგენლები აქტიურად ატარებენ პროფორიენტაციულ შეხვედრებს სკოლებში, სადაც აბიტურიენტებს აცნობენ პროფესიული განათლების შესაძლებლობებს და 2026 წლის მიღების პირობები.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია:
🔷მოთხოვნად და თანამედროვე პროფესიებზე
🔷სწავლის პრაქტიკულ ფორმატზე
🔷სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებზე
🔷მიღების ეტაპებსა და რეგისტრაციის პროცესზე
🧾ინტერაქციულ შეხვედრებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და გაეგოთ მეტი იმ პროფესიებზე, რომლებიც ახლა ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე.
ჩვენი მიზანია, თითოეულ ახალგაზრდას შევთავაზოთ ხარისხიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება და დავეხმაროთ საკუთარი პროფესიული გზის სწორად არჩევაში