Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, "სასმელების წარმოების" პროფესიული სტუდენტები კომპანია „სარაჯიშვილი“ - ში იმყოფებოდნენ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, "სასმელების წარმოების" პროფესიული სტუდენტები კომპანია „სარაჯიშვილი“ - ში იმყოფებოდნენ

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში აქტიურად მიმდინარეობს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა პროგრამების მიმართულებებზე.
ამჟამად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა და კომპანია „სარაჯიშვილს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში, სასმელების წარმოების სტუდენტები პროგრამის ხელმძღვანელთან გია ოქროპირიძესთან ერთად, კომპანია „სარაჯიშვილს“ ესტუმრნენ.
კომპანია „სარაჯიშვილის“ ადამიანური რესურსების მენეჯერმა თათია კალანდარიშვილმა სტუდენტთა ჯგუფს ჩაუტარა მოკლე ექსკურსია კომპანიის საწარმოში. სტუდენტებმა ნახეს კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაეცნენ „სარაჯიშვილის“ წარმოშობის ისტორიას, კონიაკის დაყენების ტექნოლოგიასა და ჩამოსხმის პროცესს. გარდა ამისა, სტუდენტებმა „სარაჯიშვილის“ კონიაკიც დააგემოვნეს.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს მიიღებენ, რაც დაეხმარება მათ დასაქმდნენ, სასმელების წარმოების მიმართულებით, საკვებისა და მსგავსი პროდუქტების დასამუშავებელი მანქანების ოპერატორად, შესაფუთი, ჩამოსასხმელი და ეტიკეტის დასაკრავი მანქანების ოპერატორად, ხელით მფუთავად ნებისმიერ სახელმწიფო ან/და კერძო კომპანიაში.