Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ლეო ანთაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა  სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი" - ში.

ლეო ანთაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი" - ში.

სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ - ში 2023 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე 90 წლის მსახიობმა მის მიერ განსახიერებული კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის რეპერტუარიდან რჩეული პერსონაჟები გააცოცხლა და მონოსპექტაკლი წარმოადგინა მათ შორის ვაჟა ფშაველას პოემა „ბახტრიონი“, „ალუდა ქეთელაური“, ნოდარ დუმბაძის რომანი „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ და სხვა.
ღონისძიებას კოლეჯის დირექტორთან თემურ ასათიანთან ერთად კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მსურველებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები სახალხო არტისტთან ერთად.
ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელმაც მაყურებელს თავი უამრავი საინტერესო როლის შესრულებით დაამახსოვრა, უკვე 68 წელია ქართულ სცენაზე თუ სატელევიზიო ეკრანზე ჩანს და ამ პერიოდის განმავლობაში, მან არაერთი გამორჩეული პერსონაჟი განასახიერა.
შეხვედრას პროდიუსერი და წამყვანი ლადო ხელაშვილი უძღვებოდა პროგრამით „ცოცხალი ლეგენდები“.