Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი გაიმართა.

ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი გაიმართა.

ა/წ 11 მაისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 13 კოლეჯის 44 სტუდენტმა მიიღო.
საინტერესო და დაძაბული დაპირისპირების შედეგად გამოვლინდნენ I-II-III ადგილზე გასული გამარჯვებული სტუდენტები, რომლებიც თასით, სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ფინალში ერთმანეთს „კასპის კოლეჯის“ ორი სტუდენტი შეხვდა! გიორგი პაპიაშვილმა და ლუკა სოზიაშვილმა I-II ადგილები გაინაწილეს! ხოლო III - ადგილი ბუსსს ანრის პროფესიულმა სტუდენტმა დავით კახიძემ მოიპოვა.
ღონისძიების ინიციატორი და მასპინძელი ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი გახლდათ, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც კოლეჯებს შორის კავშირების გაძლიერების ხელისშემწყობი ფაქტორია.
ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი მადლობას უხდის ტურნირში მონაწილე ყველა კოლეჯს და სამომავლოდ გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ყველა კოლეჯთან რამეთუ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს კომუნიკაციას სტუდენტებს შორის, არაფორმალურ გარემოში, რაც სტუდენტური ცხოვრების არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია!
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ინიციატივით დაჯილდოვების ბოლოს ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდა შემდეგი მასპინძელი კოლეჯი, (ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო კოლეჯი ანრი) რომელიც მსგავს ღონისძიებას უმასპინძლებს.