Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
საახალწლო ღონისძიება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

საახალწლო ღონისძიება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

2022 წლის 27 დეკემბერს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. რომლის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტების დაახლოება და სტუდენტური თვითშემოქმედების წახალისება. საახალწლოდ მორთული კოლეჯის სააქტო დარბაზში, ღონისძიება მისალმებით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა კოლეჯის დირექტორმა ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა. კოლეჯის მასწავლებლებს, „ინტეგრირებული საგნობრივი ტრენინგის“ წარმატებით გავლისთვის გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო სტუდენტებმა, რომლებმაც კოლეჯის მიერ გამართულ შიდა სპორტულ აქტივობებში (მაგიდის ჩოგბურთი, შაში) გაიმარჯვეს, დაჯილდოვდნენ სიგელებით და კოლეჯის გარდამავალი თასებით.
ღონისძიებაზე კოლეჯის სტუდენტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა საახალწლო აქტივობებში და სკეტჩებით, სიმღერებითა და ქართული პოეზიით, მაყურებელს საახალწლო განწყობა შეუქმნეს.


საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.